31/10/2024
13:48
მსოფლიო
ძლიერი ძალები დღეს ჰეგემონიის შესაქმნელად მუშაობენ, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ მინსკში, ევრაზიის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ძლიერი ძალები დღეს ჰეგემონიის შესაქმნელად მუშაობენ. თუ თქვენ მეინსტრიმს 100%-ით არ მიჰყვებით, მაშინ თქვენი უფლება, რომ საკუთარი აზრი გამოხატოთ, ეჭვისა და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ.
სიტყვით გამოსვლისას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მსოფლიოს დიალოგისკენ მოუწოდა.
„ევროკავშირში დიალოგის ნაკლებობამ განაპირობა ის, რომ ეს სივრცე ნაკლებად უსაფრთხო და კონკურენტუნარიანი გახდა. თუ დიალოგისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპს არ დავუბრუნდებით, მაშინ ევროპა გაცილებით საშიში ადგილი გახდება და მომავალში ზრდის პოტენციალს დაკარგავს“, - აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
0
0