03/08/2024
21:06
სპორტი
იაპონიამ ტოკიოს ოლიმპიადის რევანში ვერ აიღო და პარიზის 2024-ის თამაშებზე, გუნდური შეჯიბრების ფინალში საფრანგეთთან 3:4 დამარცხდა. ამგავარად, საფრანგეთის ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზის ოლიმპიადაზე გუნდურ შეჯიბრებაში ოქროს მედალი დაიმსახურა. ძიუდოს სამშობლოს წარმომადგენლებმა კი ინდივიდუალურ ასპარეზობაში დაიკავეს პირველი ადგილი, მოიპოვეს რა სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათით ადრე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პარიზის ოლიმპიადაზე გუნდურის შეჯიბრების მერვედფინალში იტალიასთან 3:4 დამარცხდა და ასპარეზობა დაასრულა.
ინდივიდუალურ ასპარეზობაში კი პარიზის ოლიმპიადაზე ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე სამი მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა, ხოლო ვერცხლის მედლები ილია სულამანიძემ და ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვეს.
0
0