13/08/2024
09:17
სპორტი
ძალიან მაგარი ემოციები და შეგრძნებაა, რომ ამდენი მაგარი ხალხი დაგვხვდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აეროპორტში ოლიმპიურმა ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა განუცხადა.
„ძალიან მაგარი ემოციები და შეგრძნებაა, რომ ამდენი მაგარი ხალხი დაგვხვდა. ბევრი დამარცხება იყო, ბევრი გამარჯვებაც იყო, მაგრამ ბოლოს ისეთ თამაშებზე წამის მეათეში დავმარცხდი, ამჯერად შევძელი და გამოვასწორე. მადლობა ღმერთს, რომ კარგად დამთავრდა. ქართველები ძალიან მაგარი ხალხი ვართ, ყოველ ჯერზე ვამტკიცებთ. მინდა, ქართველ ხალხს ეს გამარჯვებები მივულოცო. ჩვენ ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებთ, ვცდილობთ, მაქსიმუმი დავდოთ ასპარეზობაზე და ღირსეულად ვატაროთ ჩვენი ქვეყნის დროშა“, - აღნიშნა გენო პეტრიაშვილმა.
ქართველმა მოჭიდავემ ფინალში ირანელი ფალავანი 0:9 დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. აქამდე პეტრიაშვილი რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსა და ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედლებს ფლობდა. ის მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონიცაა.
პარიზის ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშებზე საქართველომ შვიდი მედალი მოიპოვა: სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო და მედლების საერთო რაოდენობით ისტორიაში პირველად საქართველომ 24-ე ადგილი დაიკავა.
0
0