18/03/2024
22:25
კონფლიქტები
ოკუპირებუილ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა ე.წ. მინისტრმა ახსარ ჯიოევმა განაცხადა, რომ რუსეთისა და ბელორუსის საკავშირო სახელმწიფო არის „ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო“, რომელთანაც ცხინვალს სურს „თანამშრომლობა“. მაგრამ, მან აღნიშნა, რომ „ძალიან ადრეა“ მასში გაწევრიანებაზე საუბარი.
„ჩვენ გვაქვს კონტაქტები საკავშირო სახელმწიფოს ორგანოებთან. ჩვენ ვაგრძელებთ ურთიერთობას მის მუდმივ კომიტეტთან. შარშან გვქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიგვეღო საკავშირო სახელმწიფო ღონისძიებაში ბრესტში და წელსაც ვგეგმავთ“, - აღნიშნა მან.
ჯიოევის თქმით, “ამ წუთებში სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება საკავშირო სახელმწიფოს სტრუქტურებთან სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ და პარტიულ საკითხებს განიხილავს”, წერს SOVA.
„ჩვენ გვაქვს კავშირები, კონტაქტები და მათ ხელს შევუწყობთ“, - აღნიშნა მან.
0
0
ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა
25/11/2024