დონეცკსა და ლუგანსკში ეუთოს თანამშრომლები დააკავეს
24/04/2022
16:50
მსოფლიო
A-
+A
ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიებზე ეუთოს თანამშრომლები დააკავეს. უკანანო დაკავების შესახებ ინფორმაციას ეუთოში ბრიტანეთის ელჩის მოადგილე, დეიდრა ბრაუნი ავრცელებს.
„ეუთო უკიდურესად შეშფოთებულია იმით, რომ სპეციალური სადამკვირვებლო მისიის რამდენიმე წევრს დონეცკსა და ლუგანსკში თავისუფლება აღუკვეთეს. ეუთო იყენებს ყველა ხელმისაწვდომ არხს, რათა ხელი შეუწყოს საკუთარი პერსონალის გათავისუფლებას“, – განაცხადა მან.
ცნობისთვის, მარტში ეუთომ განაცხადა, რომ უკრაინიდან 500-მდე თანამშრომლის ევაკუაცია განხორციელდა. სპეციალური სადამკვირვებლო მისია ეუთოს შეუიარაღებელი, სამოქალაქო დივიზიაა, რომელიც აკვირდება და აღწერს ვითარებას კონფლიქტის ზონებში
0
0
302
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%