25/10/2024
18:37
მსოფლიო
აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატებს კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს თანაბარი მხარდაჭერა აქვთ შვიდ მთავარ შტატში. იუწყება Bloomberg.
კვლევის მონაცემები აჩვენებს, რომ ჰარისს და ტრამპს 7 შტატში (არიზონა, ჯორჯია, მიჩიგანი, ნევადა, ჩრდილოეთ კაროლინა, პენსილვანია და ვაშინგტონი) აქვთ 49%-იანი მხარდაჭერა. კვლევის სტატისტიკური ცდომილება 1%-ია.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრამპს აქვს უპირატესობა იქ, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ეკონომიკა. საკვანძო შტატებში ამერიკელების დაახლოებით 50% ტრამპმს უფრო მეტად ენდობა ეკონომიკურ საკითხებში, ჰარისს - 45%.
Bloomberg-ის ინფორმაციით, მეტი უპირატესობის მოსაპოვებლად, ტრამპი ცდილობს ამომრჩევლების მობილიზებას, რომლებიც, როგორც წესი, არ დადიან არჩევნებზე, ხოლო ჰარისი ცდილობს მიიზიდოს ქალები და ზომიერი რესპუბლიკელები, რომლებიც არ არიან ტრამპის მხარდამჭერები.
ასევე მითითებულია, რომ ჰარისი აღემატება თავის ოპონენტს გარკვეული პიროვნული თვისებებით - ამომრჩევლებს ურჩევნიათ დემოკრატი, როდესაც საქმე ეხება ფსიქიკურად ჯანმრთელ, პატიოსან და თანამგრძნობ კანდიდატს. ეს ამომრჩევლები ასევე უფრო მეტად მიიჩნევენ ტრამპს საშიშად. თუმცა, Bloomberg წერს, რომ რესპუბლიკელსაც აქვს ძლიერი მხარეები, კერძოდ, ბევრი ამომრჩეველი ტრამპს გამოცდილ, პატრიოტად და ძლიერ ლიდერად მიიჩნევს.
0
0