11/11/2024
13:31
მსოფლიო
აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვირა შუადღე [10 ნოემბერი] გოლფის მოედანზე ორ შვილიშვილთან, კაი და ქლოე ტრამპებთან ერთად, გაატარა - აშშ-ის 2024 წლის არჩევნებში „დემოკრატ“ კონკურენტ კამალა ჰარისთან ისტორიული გამარჯვებიდან რამდენიმე დღის შემდეგ.
კაი ტრამპმა ოჯახური გასეირნების ამსახველი ფოტოები და ვიდეო X-სა და Instagram-ზე გამოაქვეყნა. მის პოსტში, რომელსაც თანდართული აქვს წარწერა „კვირა დღეები ბაბუასთან ერთად“, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკიც ფიქსირდება.
როგორც Fox News-ი იუწყება, ოჯახი, ვესტ პალმ ბიჩში, ტრამპის საერთაშორისო გოლფის კლუბში, იმყოფებოდა. ფოტოებზე დონალდ ტრამპი „პოლოს“ თეთრ მაისურში ჩაცმული ჩანს, თავისი საარჩევნო სლოგანით - „გავხადოთ ამერიკა ისევ დიდებული“. ტრამპს იმავე წარწერით თეთრი ქუდიც ეხურა.
X-ზე გამოქვეყნებულ სხვა პოსტში, კაი ტრამპი ილონ მასკთან და მის 4 წლის შვილთან ერთად პოზირებს. "ილონმა ბიძის სტატუსი შეიძინა", - წერს კაი მასკი სურათზე.
როგორც ცნობილია, ილონ მასკმა, 2024 წელს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დონალდ ტრამპის მხარდასაჭერად $119 მილიონი გაიღო. ასევე მასკი, სვინგის შტატებში, ტრამპის სასარგებლოდ, აქტიურ კამპანიას აწარმოებდა.
0
0