21/11/2024
22:34
მსოფლიო
დონალდ ტრამპის მიერ გენერალურ პროკურორად შერჩეულმა მეტ გეცმა თანამდებობაზე უარი თქვა, - ამის შესახებ ფლორიდის კონგრესმენმა X-ზე დაწერა.
"გუშინ შესანიშნავი შეხვედრები მქონდა სენატორებთან. ვაფასებ მათ გააზრებულ გამოხმაურებას - და ამდენი ადამიანის წარმოუდგენელ მხარდაჭერას. მიუხედავად იმისა, რომ იმპულსი ძლიერი იყო, ცხადია, რომ ჩემი დამტკიცება ყურადღებას გაფანტავს ტრამპ-ვანსის გადაბარების კრიტიკული მუშაობისთვის. ვაშინგტონში უაზროდ გაჭიანურებულ ჩხუბზე დასაკარგი დრო არ არის, ამდენად, მე მოვიხსნი ჩემს სახელს გენერალური პროკურორის პოსტიდან. ტრამპის იუსტიციის სამინისტრო პირველ დღეს მზად უნდა იყოს. მე ვრჩები სრულად ერთგული იმ აზრის, რომ დონალდ ტრამპი არის ყველაზე წარმატებული პრეზიდენტი ისტორიაში. მე სამუდამოდ მექნება პატივი, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა დამასახელა იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად და დარწმუნებული ვარ, რომ ის გადაარჩენს ამერიკას", - წერს გენცი.
მეტ გეცი არის რესპუბლიკელი კონგრესმენი, რომელიც 2017 წლიდან წარმოადგენს ფლორიდის პირველ ოლქს. 42 წლის კონსერვატორი პოლიტიკოსი ცნობილია, როგორც დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული დამცველი კაპიტოლიუმში. უილიამისა და მერის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული გეცი ხშირად იწვევს აღშფოთებას სკანდალური განცხადებებით კომიტეტის მოსმენებზე თუ სხვა საჯარო გამოსვლებში. ბოლო წლებში გეცი დაადანაშაულეს არასრულწლოვანთა ტრეფიკინგში.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა მას ბრალი არ წაუყენა, თუმცა კონგრესმენი კვლავ რჩება წარმომადგენელთა პალატის ეთიკის კომიტეტის გამოძიების ფიგურანტად.
0
0