07/11/2024
15:42
მსოფლიო
სასექსის ჰერცოგმა, პრინცმა ჰარიმ და ჰერცოგინია მეგან მარკლმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კონკრეტული პოლიტიკური კანდიდატის მხარის დაჭერისგან თავს იკავებდნენ.
თუმცა მათი თქმით, სამართლიანი სამყაროს ჩამოყალიბებაში აქტიური მონაწილეობის მიღება მნიშვნელოვანია. როგორც The Independent-ი წერს
მიუხედავად იმისა, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებენ, გავრცელებულია ვარაუდი, რომ ისინი, ისევე როგორც ჰოლივუდის ბევრი ვარსკვლავი, „დემოკრატიული“ პარტიის იდეოლოგიას იზიარებენ. წყვილის შეხედულებები იმაზე მეტყველებს, რომ ისინი შეიძლება არ არიან აღფრთოვანებულნი არჩევნების შედეგებით, განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, რომ 2016 წელს, ამერიკულ ჩატ-შოუში, მეგან მარკლმა დონალდ ტრამპი საჯაროდ გააკრიტიკა.
ლოს-ანჯელესში დაფუძნებული სამეფო პოდკასტის წამყვანის კინსი სქოფილდის თქმით, პრინცი ჰარისთვის აშშ-ის ვიზის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით, ბაიდენის ადმინისტრაცია „ზედმეტად გულმოწყალე იყო“.
„გასულ თვეში, მოსამართლემ სასექსის ჰერცოგის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, პრინცს შეუძლია ხანგრძლივი დროით დარჩეს ამერიკაში მიუხედავად იმისა, რომ პრინცი მემუარებში ნარკოტიკების მოხმარებას ადასტურებს,“ - თქვა სქოფილდმა.
თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნება მეგან მარკლის ბიზნესგეგმასა (სახელწოდებით American Riviera Orchard) და, ზოგადად, სამეფო ოჯახის წევრების ამერიკული ცხოვრების წესს საფრთხეს შეუქმნის.
„გასაკვირი არ არის, რომ წყვილი, როგორც ჩანს, რისკების შესამცირებლად ევროპაში უკვე ეძებდა გამოსავალს, რასაც, ზაფხულში, სასექსელების მიერ ლისაბონის მახლობლად 4 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების სახლის შეძენაც ადასტურებს. ბრიტანეთთან დაახლოების ევროპული ალტერნატივის სახით, მათ ასევე ურთიერთობა შენარჩუნეს ბიძაშვილთან ევგენთან და მის ქმართან ჯეკ ბრუკსბანკთან, რომლებიც კურორტ Costa Terra Melides-ზე მდიდრულ სახლს ფლობენ. სტატისტიკურად, პორტუგალიაში მცხოვრები ამერიკელი ემიგრანტების რაოდენობა 2017 წლიდან 239 პროცენტით გაიზარდა, ტრამპის ხელახლა არჩევის შემდეგ კი, ეს მაჩვენებელი გაიზრდება,“ - წერს The Independent-ი.
0
0