12/11/2024
11:33
მსოფლიო
ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი არის მშვიდობისა და თანამშრომლობის ჩემპიონი. ამის შესახებ მან ვაშინგტონში, ჩრდილოეთ ამერიკის ებრაულ ფედერაციასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ისრაელის პრეზიდენტმა ასევე მიულოცა ტრამპს არჩევნებში გამარჯვება და მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს ისრაელელი ხალხის მიმართ სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის.
„მე ვულოცავ დონალდ ტრამპს პრეზიდენტად არჩევას, რომელიც არის მშვიდობისა და თანამშრომლობის ჩემპიონი, ისრაელის კარგი მეგობარი. რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენი მძევლების სახლში დაბრუნების გადაუდებელ საჭიროებაზე. ასევე გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას, რომ გამოვხატო მადლიერება და აღტაცება ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტის, ჩემი ძვირფასი მეგობრის, ჯო ბაიდენის მიმართ. პრეზიდენტის მტკიცე მხარდაჭერა ომის დაწყებიდანვე იყო ლიდერობისა და კეთილშობილების შთამბეჭდავი გამოვლინება, რომელსაც ისრაელი არასდროს დაივიწყებს“, – განაცხადა ისააკ ჰერცოგმა.
ისრაელის პრეზიდენტი 12 ნოემბერს ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენს თეთრ სახლში შეხვდება, რათა განიხილონ ღაზასა და ლიბანში მიმდინარე მოვლენები.
0
0