04/07/2023
22:48
სპორტი
სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის მფლობელი „დინამო თბილისია“, რომელიც ფინალურ მატჩში ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დაამარცხა.
„დინამო თბილისი“ – ბათუმის „დინამო“ 1:1 (4:3 პენალტების სერია)
ძირითადი დრო 1:1 დასრულდა და დაინიშნა პენალტების სერია, რომელიც უკეთ თბილისელებმა შეასრულეს და ტიტულს მეცხრედ დაეუფლნენ.
რაც შეეხება მესამე ადგილს, ქუთაისის „ტორპედოსა“ და გორის „დილას“ შორის მატჩი „რამაზ შენგელია არენაზე“ გაიმართა. მეორე ნახევარში გიორგი არაბიძის შესანიშნავი თამაშის ხარჯზე ქუთაისელებმა არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს. თავის მხრივ „დილას“ შანსი კონტრშეტევებზე ჰქონდა.
საბოლოოდ, მატჩი 0:0 დასრულდა და ამ შეხვედრაშიც დაინიშნა პენალტების სერია, რომელშიც „ტორპედომ“ 5:4 მოიგო და მესამე ადგილი დაიკავა.
0
0