03/10/2024
12:48
არჩევნები 2024
„ალმა პლუსისგან“, რომელთანაც სარეკლამო ბანერების განთავსებაზე მიმდინარე ხელშეკრულება გვაქვს, მივიღე პასუხი, რომ ჩვენი ვიზუალით ბანერს არ განათავსებენ, რაც დისკრიმინაციაა, მით უმეტეს, როცა „ქართული ოცნება“ დანგრეული მარიუპოლისა და უკრაინაში დაბომბილი ტაძრების ვიზუალს იყენებს, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა დიმიტრი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისი შეფასებით, ეს გამოხატვის თავისუფლების ზღუდავს, ამიტომ მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით ისინი ყველანაირ სამართლებრივ ზომას მიმართავენ.
„ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მიმდინარე ხელშეკრულება „ვისოლ ჯგუფში" შემავალ კომპანია „ალმა პლუსთან“, სარეკლამო ბანერების განთავსებაზე და დღეს დილით მათგან მივიღე პასუხი, რომ იმ ვიზუალით, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ, ისინი ბანერს არ განათავსებენ, რაც არის აბსოლუტურად დისკრიმინაციული მიდგომა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. ჩვენ ყველანაირ სამართლებრივ ზომას მივმართავთ, რომ ეს აღმოიფხვრას.
იმ პირობებში, როცა ჩვენ ქალაქში ვხედავთ "ქართული ოცნების" რეკლამას, სადაც ისინი გამოიყენებენ მარიუპოლის ნანგრევებს, უკრაინაში სხვადასხვა ლოკაციიდან დანგრეულ ტაძრებს თუ დაბომბილი სახლების ვიზუალებს, ჩვენ არ გვეძლევა კამპანიის ჩატარების საშუალება, სადაც მოვუწოდებთ ხალხს, რომ ხმა მისცენ „ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას“ და მოიშორონ „ქართული ოცნება“, - განაცხადა დიმიტრი ჩიქოვანმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024