07/03/2023
00:00
მედიცინა
დიეტოლოგების განცხადებით, საუზმეზე სასურველია აირჩიოთ რთული ნახშირწყლებით მდიდარი საკვები. ისინი თანდათანობით შეიწოვება, თანაბრად ხდება მათი გაჯერება ორგანიზმში ენერგიით. ბოჭკოვანი სასარგებლოა დილითაც - იძლევა დანაყრების შეგრძნებას და ანელებს სწრაფი ნახშირწყლების შეწოვას, ასტაბილურებს სისხლში გლუკოზის დონეს.
ექსპერტების აზრით, საუზმე უნდა აკმაყოფილებდეს თითოეული ადამიანის საჭიროებებს.
„საუზმის საუკეთესო ვარიანტებს შორის პირველ ადგილზეა ხანგრძლივი მომზადების შვრიის ფაფა. ასეთი მარცვლეული მდიდარია დიეტური ბოჭკოებით, B ჯგუფის ვიტამინებით. დილის ფაფისთვის იდეალური დამატებაა ახალი ან გაყინული ხილი და კენკრა. ეს არის დიეტური ბოჭკოების, C ვიტამინისა და ანტიოქსიდანტების დამატებითი წყარო.
მიზანშეწონილია შეზღუდოთ შაქარი, თაფლი და ჯემი - ეს არის „ცარიელი“, უსარგებლო კალორიები, რომლებსაც არ აქვთ კვების ღირებულება“ - ამბობენ დიეტოლოგები.
მათივე თქმით, საუზმისთვის შესანიშნავია ცეხვილი ფქვილით მომზადებული სენდვიჩი რბილი მარგარინით ან სპრედით, ავოკადოთი, ნაკლებმარილიანი თევზით. ეს ვარიანტი, გარდა ბოჭკოებისა და ვიტამინებისა, არის ცილის, სასარგებლო უჯერი ცხიმოვანი მჟავების წყარო, მათ შორის ომეგა -3. ბევრი სპრედი დამატებით გამდიდრებულია კალციუმით, ვიტამინებით, პრობიოტიკებით.
სასარგებლოა საუზმეზე ფერმენტირებული რძის პროდუქტებიც შემცირებული ცხიმის შემცველობით: ბერძნული იოგურტი უშაქროდ, დო, ხაჭო. ისინი მდიდარია კალციუმით და ცილებით. ყველაზე სასარგებლოა „ცოცხალი“ იოგურტები და სასარგებლო მიკროორგანიზმების კულტურების შემცველი იოგურტები: ბიფიდო და ლაქტობაქტერიები. ისინი ინარჩუნებენ ნაწლავის მიკრობიომის ჯანსაღ ბალანსს, რაც ხელს უწყობს ნორმალურ მონელებას და საკვები ნივთიერებების შეწოვას“ - აცხადებენ სპეციალისტები.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024