28/12/2021
20:21
მსოფლიო
უგო ასევე ფეხბურთელი იყო, თუმცა ისეთ მაღალ დონეზე არასდროს უთამაშია, როგორც მისი ძმა თამაშობდა. მეტიც, არგენტინის ეროვნული ნაკრების წევრი არასდროს ყოფილა. თუმცა, 11 მატჩი აქვს ჩატარებული ასაკობრივ ნაკრებში, სადაც 6 გოლის გატანა შეძლო.
უგოს სხვადასხვა დროს უთამაშია ვენის „რაპიდში“, „რაიო ვალეკანოში“, „დეპორტივო იტალიაში“, „ასკოლიში“ და სხვა კლუბებში. ის ბოლო წლებში ნეაპოლში ცხოვრობდა.
ცნობისთვის, დიეგო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა 60 წლის ასაკში გულის უკმარისობით. სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე ვეტერანი ფეხბურთელი საავადმყოფოში მოხვდა ტვინზე თრომბით და ოპერაციაც ჩაუტარდა. ის კლინიკიდან 12 ნოემბერს გაწერეს იმ პირობით, რომ სახლში ექიმების მუდმივი კონტროლის ქვეშ იქნებოდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა უმალ დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ დიეგოს სიკვდილში დამნაშავე იყო მისი ექიმი – ნეიროქირურგი ლეოპოლდო ლუკე.
0
0