დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
22/02/2022
10:23
საზოგადოება
A-
+A
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულებმა, მათივე სარგებლობაში არსებული ავტომობილით, ქალაქ თბილისში განახორციელეს დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა, რა დროსაც მოხდა მათი მხილება.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 1 957 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, ასევე ის სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც განხორციელდა საქონლის გადაზიდვა.
ამოღებული უაქციზო სიგარეტის საბაზრო ღირებულება შეადგენს 8 610 ლარს.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
0
0
287
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%