22/02/2022
17:56
მსოფლიო
როგორც სერ ენდრიუ ვუდმა BBC-ს განუცხადა, პუტინს ვერ წარმოუდგენია ამ პრობლემის დიპლომატიურად გადაწყვეტა და აღნიშნა, რომ მისი [პუტინის] სიტყვა აშკარად უფასურია.
„მისთვის დიპლომატიური გამოსავალი იქნება არა მხოლოდ ის, რომ არ დავგეგმავთ უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, არამედ გარანტიის მიცემა, რომლითაც სრულ კონტროლს აიღებს ამ ქვეყანაზე“, - თქვა სერ ენდრიუმ.
სერ ენდრიუ ვუდმა დასავლეთის ლიდერებს მოუწოდა, რომ დაუყონებლივ დააწესონ სანქციების სრული პაკეტი მოსკოვის წინააღმდეგ. მისი თქმით, სანქციები უნდა დაუწესდეს რუსულ ბანკებს და დაუყონებლივ შეჩერდეს Nord Stream 2 გაზსადენის ექსპლუატაციის გეგმები.
სერ ენდრიუ ვუდმა დასძინა, რომ სეპარატისტული რეგიონების აღიარებამ პუტინისთვის სახიფათო ვითარება შექმნა და აღნიშნა, რომ „რუს ხალხს ომი არ სურს“ - „ისინი არ არიან ისეთი მოჯადოებული პუტინით, როგორც მანამდე იყვნენ“.
0
0