22/01/2022
13:47
მსოფლიო
ამ მომენტისთვის დიდ ბრიტანეთში BA.2-ის 426 შემთხვევა გამოვლინდა. გავრცელებული ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში, BA.2-ის ქვესახეობით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2021 წლის 6 დეკემბერს დაფიქსირდა. ამ ეტაპზე მას შესწავლის ქვეშ მყოფი ქვესახეობის სტატუსი მიენიჭა.
„ვირუსებისთვის მუტირება დამახასიათებელია. ამიტომაც, პანდემიის პერიოდში ახალი ვარიანტების გაჩენა მოსალოდნელი იყო“, - აღნიშნეს გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის სფეროში უსაფრთხოების სააგენტოში.
25 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.
26 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონთან“ დაკავშირებული საერთო რისკი კვლავ მაღალია.
0
0