26/10/2024
10:26
არჩევნები 2024
დღეს საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარი ხმით გადაარჩინონ საქართველოს ევროპული მომავალი, უარი უთხრან სიღარიბეს და რუსულ ჭაობს,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა არჩევნებზე საკუთარი ხმის დაფიქსირების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
სამადაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით ისარგებლებს და არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
„ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია, დღეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, რადგან დღეს საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარი ხმით გადაარჩინონ საქართველოს ევროპული მომავალი, უარი უთხრან სიღარიბეს, რუსულ ჭაობს, უარი უთხრან უუფლებობას და სიბნელეს, სადაც საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას მივყავართ. ამიტომ, დიდი იმედი მაქვს, ძალიან ბევრი მოქალაქე მოვა დღეს და კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით ისარგებლებს“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
0
0