10/12/2021
13:38
საზოგადოება
როგორც ქართველიშვილი წერს გია ლორთქიფანიძეს უკრაინის უშიშროების სამსახურში ერთ-ერთი თანამდებობა ეკავა და არ არის გამორიცხული ახლა თანამდებობიდან განთავისუფლებულ იქნეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, პარტნიორმა სახელმწიფომ მსგავსი დანაშაული რეაგირების გარეშე არ დატოვოს.
„არა არს დაფარული, რომ არ გაცხადდეს - მესმის სააკაშვილის, რომელმაც გუშინდელ პროცესზე დასწრებას „ცუდად ყოფნა„ არჩია. დღეს პროკურატურამ მიშას საქართველოში „ტრაილერიზაციის“ საქმეს ფარდა ახადა. ჯერ კიდევ აპრილის თვეში, საქართველოს შსს-ს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გია ლორთქიფანიძემ სააკაშვილის სხეულის მის ყოფილ სამშობლოში ტრანსპორტირების დეტალები და ამ ოპერაციაში გადასახდელი თანხა შეათანხმა მძღოლ ელგუჯა ცომაიასთან. გია ლორთქიფანიძის მიმართ, სააკაშვილის მიერ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის - სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. სწორედ გია ლორთქიფანიძემ დაგეგმა სააკაშვილის საქართველოში შემოსვლა და მას შესაბამისი დახმარება გაუწია (ბრალდება მას სსკ 25,344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება).
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მომენტამდე გია ლორთქიფანიძეს უკრაინის უშიშროების სამსახურში ერთ-ერთი თანამდებობა ეკავა, ამ უწყების სააკაშვილის კლანთან ღია დაპირისპირების ფაქტორის გათვალისწინებით, არაა გამორიცხული, რომ უახლოეს დღეებში იგი განთავისუფლებული იქნას სამსახურიდან. გარდა ამისა, სანდო წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ახლო მომავალში, გია ლორთქიფანიძე აპირებს უკრაინის დატოვებას და ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში გადაბარგებას. მიუხედავად ამისა, ქართული მართლმსაჯულება მოწადინებულია აღნიშნული საქმე ბოლომდე მიიყვანოს. არაა გამორიცხული, რომ უკრაინული და საქართველოს კანონმდებლობის დადასტურებულ დარღვევაში, გია ლორთქიფანიძე ეხმარებოდა სააკაშვილს ვანო მერაბიშვილთან შეთანხმებითა და ტანდემში, რომლის ნების აღმსრულებელიც იყო და არის ბოლო წლების განმავლობაში. შესაძლოა სწორედ ამ გარემოების გამო, სააკაშვილი განსაკუთრებით ნეგატიურად არის განწყობილი სწორედ მერაბიშვილის მიმართ. ასეა თუ ისე, ეს აღმაშფოთებელი ფაქტი, უკრაინული მხარის მხრიდან სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს. ქართული მხარე არ შეეგუება, რომ პარტნიორმა სახელმწიფომ მსგავსი დანაშაული რეაგირების გარეშე დატოვოს - ეს არის კატეგორიულად მიუღებელი!“ - წერს დავით ქართველიშვილი.
0
0