26/10/2024
08:57
არჩევნები 2024
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ვაკის ოლქში შემავალ ოცდამეშვიდე უბანზე მისცა ხმა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, სადაც უნდა გადაწყდეს ქვეყნის განვითარების მიმართულება.
„დღეს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ ეს არის ძალიან პრინციპული, გადამწყვეტი არჩევნები, რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები. 2012 წლის არჩევნების ტოლფასი არჩევნები, სადაც კიდევ ერთხელ საბოლოოდ უნდა გადაწყდეს ქვეყნის განვითარების მიმართულება. ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, ამორალურ პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის, წარსულსა და ქვეყნის ნათელ მომავალს შორის.
თქვენ ხედავთ, რომ არის ორი პოლიტიკური ძალა, რომელიც არსებითად მონაწილეობს ამ არჩევნებში. ერთი მხარე გვთავაზობს იმ ყველაფერს, რაც უნდა დავტოვოთ ჩვენ წარსულში, ჩვენ ვთავაზობთ ამომრჩეველს ქვეყნის ნათელ მომავალს, მშვიდობას, ეკონომიკურ წინსვლას და ქვეყნის ყველა მიმართულებით განვითარებას. ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური პროგნოზი, ველოდებით 60 პროცენტამდე ხმებს, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რათა ქვეყანამ განაგრძოს სტაბილური და მშვიდობიანი განვითარება“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდა, აღიარონ ცესკო-ს მიერ წარმოდგენილი არჩვენების შედეგები.
0
0