01/06/2024
20:26
სამართალი
დღეიდან, ჯარიმები ამოქმედდა საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევაზე
დღეიდან, 2024 წლის 1-ლი ივნისიდან ჯარიმები ამოქმედდა საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევაზე
საპენსიო სააგენტომ დაამტკიცა წესი, რომლის თანახმადაც უფლებამოსილია საპენსიო შენატანების არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის მიზნით, განახორციელოს დამსაქმებლის/არასტანდარტული დასაქმებულის გეგმური ან არაგეგმური შემოწმება. წესების დარღვევის შემთხვევაში კი განსაზღვრულია ჯარიმები.
თუ, დამსაქმებლის მიერ საკუთარი ან დასაქმებულის სახელით საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის გამოვლენა (მიუხედავად გამოვლენილი დარღვევების საერთო რაოდენობისა) − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში კი ფულადი ჯარიმა 1000 ლარი იქნება.
ასევე 500 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის საპენსიო შენატანის ანაზღაურების ვალდებულების დარღვევაზეც (მიუხედავად გამოვლენილი დარღვევების საერთო რაოდენობისა), როგორც პირველ, ისე განმეორებით ჩადენის შემთხვევაში.
ამასთან, დოკუმენტის თანახმად, 500 ლარით დაჯარიმდება ის თვითდასაქმებულიც, ვინც დაარღვევს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებას.
0
0