08/11/2024
15:46
პოლიტიკა
ვხედავთ, რომ დეზინფორმაცია, რომელიც საქართველოს მიმართ ვრცელდება, ძირითადად, ევროპელი პოლიტიკოსებისგან მოდის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულები და ახლაც მისივე შეფასებით ქართველი ხალხისთვის ზიანის მიყენებას ცდილობენ.
„დაგვიანონსეს, რომ ორშაბათს და სამშაბათს გვესტუმრებიან, სხვადასხვა პარლამენტის წარმომადგენლები, რომლებიც აქ წინასაარჩევნო კამპანიაში იყვნენ აქ ჩართულნი, დამარცხდნენ აქ არჩევნებში, ახლა უნდათ, რომ რამენაირად ზიანი მიაყენონ ქართველ ხალხს.
რეალობა არის სხვა რამე და ეს რეალობა იმარჯვებს დღევანდელ სამყაროში, როცა მე დონალდ ტრამპს მივულოცე არჩევნებში გამარჯვება, იქაც აღვნიშნე, რომ ეს არის ნიშანი, რომ საღი აზრი იმარჯვებს და აღქმებზე რეალობა, რაციონალიზმი გაიმარჯვებს, და ამის იმედი მაქვს და ამ იმედით შევყურებთ მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას მსოფლიოში“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0