18/07/2023
17:25
სპორტი
ივნისის პირველ რიცხვებში გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღების მიზნით რუსეთის წყვილთა ფიგურული სრიალის ოსტატებმა დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა მოქალაქეობა შეიცვალეს და ფიგურული სრიალის საერთაშორისო ფედერაციიდან საქართველოს სახელით ასპარეზობის ნებართვის მიღების მოლოდინში იყვნენ.
ფიგურული სრიალის საერთაშორისო ფედერაციის რეგლამენტი ნებართვის მიცემის პროცესში იმ ქვეყნის ფედერაციის პოზიციას ივალისწინებს, რომლის სახელითაც სპორტსმენი ადრე ასპარეზობდა და რუსულ პრესის თანახმად, მიუხედავად რუსეთის ნაკრების მწვრთნელი, ელენა ჩაიკოვსკაიას განცხადებისა, რომ აღმასრულებელმა კომიტეტის ბიურომ სპორტსმენთა გაშვებაზე თანხმობა მას შემდეგ გასცა, რაც ოლიმპიადის შემდეგ მათი რუსეთში ჩაუსვლელობა და მათთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა აღინიშნა, გარკვეული წრეები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ სპორტსმენების მზადებაზე დახარჯული თანხების გამო და ფედერაციის ხელმძღვანელობას აკრიტიკებდნენ.
დღეს რუსეთის ფიგურული სრიალის ფედერაციის პრესსპიკერმა ელენა ერმოლინამ განაცხადა, რომ „წყვილის წარმომადგენლებმა საჭირო თანხა შეიტანეს, ფედერაციამ კი სპორტული მზადების ცენტრს მისი მოთხოვნის ზუსტად შესაბამისი ეს თანხა გადაურიცხა".
ერმოლინამ დაადასტურა, რომ ყველა საჭირო პროცედურა დასრულებულია და საკითხი შეიძლება დახურულად ჩაითვალოს.
ამრიგად, 2023-2024 სპორტული სეზონში, რომელიც აგვისტოს ბოლოს იხსნება დიანა დევისი და გლებ სმოლკინი საქართველოს სახელით მარია კაზაკოვას და გიორგი რევიას წყვილის მხარდამხარ იასპარეზებენ როგორც ცალკეულ შეჯიბრებებზე, ისე ევროპის პირველობაზე, სადაც საქართველოს ორი წყვილის გამოყვანის საგზური აქვს მოპოვებული.
0
0