03/06/2024
21:14
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის გამოკითხვა დასრულდა.
როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, დეტალურად ისაუბრა 2 მაისს მომხდარი - „ადევნების კლასიკური შემთხვევის“ შესახებ.
„დეტალურად მოვყევი გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით, ადევნების კლასიკური შემთხვევაა. ადამიანს ვხედავდი და ვხვდებოდი, რომ მელოდებოდა, რადგან რამდენჯერმე მოხდა დაფიქსირება ჩემი მხრიდან ინტერვიუს მიცემის დროს, რომ დაელოდა, ვიდრე კამერები არ გაითიშებოდა, შემდეგ კი საწინააღმდეგო მიმართულებით ავტობუსის ხაზზე ყველანაირი წესების დარღვევით მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მე დავეშინებინე, გამოვარდა სიგნალებით და მომაყენა შეურაცხყოფა“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა 2 მაისს სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მასთან მიმართებაში ადევნებას და „ტერორის“ მცდელობას ჰქონდა ადგილი.
ნინო წილოსანის განცხადებით, მსგავსი მოქმედებები წახალისებულია ოპოზიციური ლიდერების მხრიდან და მიზანს ისახავს, დაშინებასა და საქმიანობაში ხელის შეშლას.
0
0