25/06/2022
12:02
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 ივნისს კანადის წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დემოკრატიის დასაცავად ზოგჯერ საჭიროა არადემოკრატიულად იმოქმედო. საუბრის ჩანაწერი პრეზიდენტის ადმინისტრაციის YouTube-ზე გამოქვეყნდა.
ზელენსკის ჰკითხეს ომის დროს ადამიანის უფლებებს, თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის ბალანსის შესახებ.
საპასუხოდ მან თქვა, რომ უკრაინა აქამდე არ იყო საომარ მდგომარეობაში არ ყოფილა.
“ამიტომ, საჭირო იყო ძალიან სწრაფი რეაგირება, ზოგჯერ ძალიან სასტიკი. როცა იცავ დემოკრატიას, ეჭვგარეშეა, რომ შენი ყველა ინსტრუმენტი დემოკრატიულია. რადგან დემოკრატია არის დიალოგის შესაძლებლობა, არჩევანის უფლება და თავისუფლება. და ეს ყველაფერი სწორია. მაგრამ როცა ომია, დრო არ არის დიალოგისთვის. სამწუხაროდ, დრო არ არის განხილვისთვის. რადგან დრო გამოითვლება არა წამებში ან წუთებში, არამედ ადამიანებში. გადარჩენილთა და დაღუპულთა რაოდენობაში,” – განაგრძო მან.
მკაფიო და მკაცრი წესები და სწრაფი ნაბიჯები დიალოგის გარეშე, ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
“უნდა განვაცხადო, რომ სახელმწიფოში თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად, ხანდახან საჭიროა სწრაფად და არადემოკრატიულად იმოქმედო. მაგრამ როცა ომი დასრულდება, ეს თავის შედეგს გამოიღებს”, – დასძინა მან.
0
0