29/10/2021
12:09
სხვადასხვა
Balenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი წლის დიზაინერის კატეგორიაშია მოხვდა. ჯილდოსთვის ქართველი დიზაინერის გარდა წარდგენილები არიან:
დენიელ ლი – Bottega Vaneta
ჯონათან ანდერსონი – JW Anderson & LOEWE
კიმ ჯონსი – Dior Men & Fendi
მიუჩა პრადა – Raf Simons & Prada
ქართველი დიზაინერი ასევე წარდგენილია ამერიკული CFDA Awards -ის ნომინანტად, რომლის დაჯილდოება ნიუ-იორკში 10 ნოემბერს არის დაგეგმილი.
დემნა გვასალია ქართველი დიზაინერია, რომელიც 2015 წლიდან დღემდე ბრენდ Balenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელია. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ისეთ მოდის სახლებში, როგორებიც არის Louis Vuitton, Vetements. 2017 წელს მიიღო მოდის ოსკარად" წოდებული - CFDA Award-ის ჯილდო.
წლევანდელი ბრიტანეთის მოდის საბჭოს დაჯილდოების მთავარი სპონსორი სოციალური ქსელი Tik Tok-ია. დაჯილდოების ცერემონია 29 ნოემბერს გაიმართება.
0
0