26/02/2023
23:30
მედიცინა
„საკვები დედამისს მოაქვს, რაც მას უნდა, თუმცა დედამისმა რაც არ უნდა მოუტანოს, თვითონ თუ არ უნდა, არ მიიღებს. ორი დღის წინ თევზის ბუტერბროდი მოუტანა, მაგრამ უკან გამოატანა. სხვა რამ შეჭამა და ის არა“,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა “ვივამედიდან”, თამარ დავარაშვილმა “პალიტრანიუსს” განუცხადა.
მისი თქმით, ექსპრეზიდენტი საკვებს შერჩევით იღებს.
„რას იფიქრებდით, როდესაც პაციენტი იღებს ბულიონს, მოხარშულ კვერცხს. ჭამა რომ არ შეეძლოს და ვერ ჭამდეს, ამასაც ვერ მიიღებდა. მოხარშული კვერცხი არ არის ადვილი მოსანელებელი, იგივე ბულიონიც. კარაქით და ხიზილალით ბუტერბროდებს იღებდა, ვუთხარი, რომ მის მიღება ისევ დაეწყო იმიტომ, რომ ცხიმი აუცილებელია ახლა, სხვანაირად მიზანს ვერ მივაღწევთ-მეთქი. ბუტერბროდი მოიტანეს და არ მიიღო“, - განაცხადა თამარ დავარაშვილმა.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024