07/11/2023
19:54
კონფლიქტები
ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის კგბ-ს განცხადებით, ოპერატიული ვითარება საქართველოსთან დე ფაქტო საზღვარზე „ზოგადად რჩება სტაბილური, მისი ესკალაციის ტენდენციების გარეშე“.
დეფაქტო უწყებაში აცხადებენ, რომ სოფელ კირბალის გარეუბანში „50-მდე მშვიდობიანი მოსახლეა კონცენტრირებული“, მაგრამ „მათი მხრიდან საპროტესტო აქციები არ ტარდება“.
„ქართული მხრიდან პოლიცია აკვირდება არსებულ ვითარებას. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში, საფრთხეების დროული იდენტიფიცირებისა და ლოკალიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე, კგბ-მ და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახურმა, რუსეთის ეფ-ეს-ბეს სასაზღვრო დეპარტამენტთან ერთად სამხრეთ ოსეთში გააქტიურებულია საქართველოს საზღვარზე არსებული ვითარების მონიტორინგი და ყველა საჭირო ზომას იღებენ ამ ტერიტორიაზე სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის შესანარჩუნებლად“, - აცხადებენ დეფაქტო უწყებაში.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024