11/07/2024
21:47
სპორტი
ზურიკო დავითაშვილმა კომენტარი გააკეთა საფრანგეთის ლიგა 1-ის „სენტ-ეტიენში“ გადასვლაზე, რომელთანაც 23 წლის ქართველმა შემტევმა კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა, კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების პერსპექტივით.
„სასიამოვნოა, რომ ამ ისტორიულ კლუბს შევუერთდი. ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და მოუთმენლად ველი „ჟოფრუა გიშარის“ სტადიონზე შესანიშნავი გულშემატკივრების თვალწინ თამაშს. საფრანგეთის ლიგა 1 რთული ჩემპიონატია, აქ თამაში ჩემთვის დიდი გამოწვევაა“, – განაცხადა ზურიკო დავითაშვილმა.
კომენტარი გააკეთა „სენტ-ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ოლივიე დალოლიომაც.
„დავითაშვილის საერთაშორისო გამოცდილება გუნდს დაეხმარება. ზურიკო ტექნიკური მოთამაშეა და ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი შენაძენია. მას შეუძლია, იყოს ძალიან კარგი გამთამაშებელიც და თავდამსხმელიც. მას შეტევის წამოწყების კარგი უნარი აქვს, რაც თამაშის გაუმჯობესებაში დაგვეხამრება“.
„სენტ-ეტიენმა“ ზურიკო დავითაშვილის გულშემატკივრებისთვის წარსადგენად ვიდეორგოლი დაამზადა, სადაც ქართული ჰიმნი გაჟღერდა.
0
0