13/12/2021
16:47
საზოგადოება
როგორც ქართველიშვილი წერს, აღნიშნული ტრანსნაციონალური დანაშაულის უკან დავით კეზერაშვილი დგას.
„როგორც ჩანს, „უეჭველ ნოდარას“ (მელაძეს) მართლაც ჰყავს „ჩიტები“ სამართალდამცავ სისტემაში. როგორც კი მოსდის იქიდან სიგნალი, რომ ესა თუ ის გამოძიება დასასრულს უახლოვდება და მისი კლანის ბოსების „ბუდეებს“ მორიგმა „ბულბულმა უნდა გადაუფრინოს“ - მიწოლით ქოქავს თავის ფეიკ/მანქანას და აქეთ ადანაშაულებს ხელისუფლებასა თუ მის მხარდამჭერებს ჩადენილ დანაშაულში.
ფაქტობრივად, დასრულდა გამოძიება საქმეზე, რომელსაც 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც საქართველოსა და ისრაელის მოქალაქეებმა შექმნეს რა ტრანსნაციონალური სინდიკატი, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის ტერიტორიაზე - დააფუძნეს რამდენიმე შპს და „ქოლ-ცენტრი“, რომლის უცხო ენების მცოდნე ოპერატორები სთავაზობდნენ გერმანიისა და ევროპის სხვა მოქალაქეებს შეღავათიან ფასებში ცნობილი ბიზნეს-ტრენდების აქციების, ფასიანი ქაღალდების, სასაქონლო აქტივების, კრიპტოვალუტის შესაძენად, ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.
გამოძიების შედეგად, დადასტურებულად დამტკიცდა ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა - 9 490 991 ევრო, 716 642 აშშ დოლარი და 218 000 ბრიტანული გირვანქა სტერლინგი. ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული ტრანსნაციონალური დანაშაულის უკან დავით კეზერაშვილი დგას. სწორედ ამ ფულით ფინანსდება „უეჭველი ნოდარასა“ და „ფორმულას“ ტელესიცრუის სივრცე, ამიტომაც სასწრაფოდ უნდა გადაბრალებულიყო აღნიშნული კრიმინალური სქემა, ბიძინა ივანიშვილზე თუ არა, როგორც მინიმუმ, უჩა მამაცაშვილზე, რაც თავის უკანასკნელ „ცრუ შოუში“ მელაძემ შემოგვთავაზა. მაგრამ, დაგიძველდათ მუშაობის მეთოდები, აშკარად დაგიძმარდათ“, - წერს დავით ქართველიშვილი facebook-ზე.
0
0