25/10/2021
16:28
სამართალი
ვიდეოში ჩანს, როგორ დავით კირკიტაძე როგორ ურტყამს ფეხს მოქალაქეს.
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რუსთავში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მას შემდეგ მოხდა, რაც იქ, როგორც ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე ვახტანგ ბალახაძე ამბობს, დავით კირკიტაძე ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს ახსენებდა.
ვასილ ბალახაძე აცხადებს რომ დავით კირკიტაძემ და მისმა მხარდამჭერებმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მისი თქმით, “ნაცმოძრაობის” მმართველობის დროს პოლიტიკური პატიმარი იყო და დავით კირკიტაძეს არ აქვს უფლება, მერად იყაროს კენჭი.
დავით კირკიტაძე კი მომხდარ ფაქტს “ქართულ ოცნების პროვოკაციას უწოდებს და ინციდენტში მონაწილე პირების დაკავებას მოითხოვს.
პოლიციაში ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვა მიმდინარეობს, “აიპრესის” ინფორმაციით” უკვე განოკითხნენ დავით კირკიტაძე და ვასილ ბალახაძე.
როგორც “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს, მიმხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024