10/02/2023
18:52
მედიცინა
სახალხო დამცველის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ომბუდსმენს წერილით, რომ მასთან დამოუკიდებელი ექსპერტები შევიდნენ ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ გაუგზავნა.
როგორც ბურჯანაძე ამბობს, ორშაბათს ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები და კონსილიუმის წევრი ექიმები ტექნიკურ საკითხებზე იმსჯელებენ.
"ამ კვირაში ჩვენ მოგვმართა მიხეილ სააკაშვილმა თხოვნით, ეს იყო ორი დღის წინ. ჩვენ ამის შესახებ ვაცნობეთ ექიმებს, დავგეგმეთ მათთან ერთად სამუშაო შეხვედრა, განვიხილავთ ვიზიტს , განვიხილავთ შესაძლო დეტალებს რა ფარგლებში, რა საკითხების გარშემო, რადგან ეს არის სამედიცინო საკითხები და ბუნებრივია, ჩვენ გვჭირდება მათგან კონსულტაცია, მათი მხრიდან ინფორმაციის მოწოდება. თუ ექიმები ჩათვლიან საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის მნიშვნელოვანია ვიზიტი, ბუნებრივია ამ ტიპის ვიზიტი დაიგეგმება და განხორციელდება" - ამბობს გიორგი ბურჯანაძე.
შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტი სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს მიმართავს და მასთან დამოუკიდებელი ექსპერტების შესვლას ითხოვს.
0
0