29/12/2021
16:02
პოლიტიკა
„პრეზიდენტი დეტალურად მოგვიყვა და განგვიმარტა, რომ არ არის რაღაც ვიწროპარტიულ ინტერესებსა და შერიგებაზე საუბარი, საუბარია ეროვნულ თანხმობაზე, სადაც მოიაზრება ისეთი საკითხები, რომელიც შეიძლება საკამათოც კი არ იყოს. მე მგონი, იმაზე ვთანხმდებით, რომ პრეზიდენტი ამ ბოლო დროს, თქვენგან მიკვირს, თორემ ჩვენ ასეთი ვიყავით აქამდეც, ყველას ერთად მოგვწონს, ამაზე შედგა უკვე ეროვნული თანხმობა, იმიტომ რომ ბოლო დღეების განმავლობაში, ყველა მხრიდან პოზიტიური მესიჯები მოდის, დანარჩენ საკითხებზეც ამ თანხმობას ალბათ, მივაღწევთ, ოღონდ მართლა შეიძლება იყოს ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებული, ოკუპაციის თემასთან, დეოკუპაციის მიზნებთან და მრავალ სხვა საკითხთან დაკავშირებული თემები, რომელზეც მართლა შესაძლებელია ეროვნული თანხმობა და ამაზე დიდი სიამოვნებით ვისაუბრებთ, მაგრამ იქ დათქმებს რომ აკეთებენ: „მიშა გამოუშვან და მერე ვიღაცას შევურიგდებითო“, არავის სჭირდება ბოროტებასთან შერიგება. ამ საკითხს ჩვენ არ გადავხედავთ და რაღაც ულტიმატუმებს არ გავხდით შერიგების თუ შეთანხმების სასპეკულაციო თემად. აბსოლუტურად სხვა თემებზეა საუბარი, არასწორია რაღაც თემის შერიგებად მონათვლა, საუბარია ეროვნულ თანხმობაზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024