17/05/2023
15:43
სპორტი
2023 წლის ემილია-რომანიას გრანპრის ჩატარება სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. უამინდობისა და დატბორვის საფრთხის გამო, გუშინ ავტოდრომიდან პადოკის (სივრცე, სადაც ბოქსებია მოწყობილი) ევაკუაცია მოხდა. ერთკვირიანი წვიმების შემდეგ მდინარე სანტერნოს დონემ საგრძნობლად აიწია. უსაფრთხოების ზომების მიღების შემდეგ ტრასა სრულად დაცარიელდა. სინოპტიკოსების ვარაუდით, ხუთშაბათის გარდა წვიმიანი კვირაა მოსალოდნელი.
ქალაქ ბოლონიასთან ახლოს ბოლო პერიოდში უამინდობის გამო, არაერთი წყალდიდობა იყო, დაიღუპა ორი ადამიანი, ხოლო ასობით მოქალაქეს საკუთარი სახლების დატოვება მოუწიათ.
თანამედროვე ფორმულა 1-ის ბოლიდების კომპლექტაცია იძლევა იმის საშუალებას, რომ გუნდებმა თითქმის ნებისმიერ ბუნებრივ პირობებში ირბოლონ, თუმცა FIA-ში უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ზოგჯერ რბოლების გამართვისგან თავს იკავებენ.
შარშანდელ კალენდარში სამი წვიმიანი რბოლა გვქონდა, მონაკოში, სინგაპურსა და იაპონიაში.
0
0