04/11/2021
15:41
სამართალი
როგორც მუჯირი განმარტავს, ახალაიას ლოზუნგი ჰქონდა - მეტი დაკავებული, მეტი პრემია.
"დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხა დაზარალებული, რომელიც როგორც ჟურნალისტი, აშუქებდა აქციას. საპოლიციო ღონისძიების მიმდინარეობისას, მისთვის უნდა მიეცათ ტერიტორიის თავისუფლად დატოვების შესაძლებლობა. თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ ტერიტორია თავისუფლად დაეტოვებინა, სამართალდამცავები ამის შესაძლებლობას არ აძლევდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საპოლიციო ღონისძიება რეალურად სადამსჯელო ღონისძიების სახეს ატარებდა ლოზუნგით - მეტი დაკავებული, მეტი პრემია. ეს ლოზუნგი იმჟამინდელი კუდ-ის ხელმძღვანელის დავით ახალაიასი გახლდათ და სწორედ ამ ლოზუნგით იქნა დაწყებული მიტინგის დარბევა", - განაცხადა მუჯირმა.
ცნობისთვის, 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანია ბრალდებული.
დავით ახალაიას, გიორგი ლორთქიფანიძეს, ვასილ ლელუაშვილს, რევაზ შიუკაშვილს და ლევან ქარდავას ედავებიან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ჩადენილს ძალადობით.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024