27/05/2022
15:48
მსოფლიო
ოფიციალური მოსკოვი მიიჩნევს, რომ დასავლეთმა რუსეთს ტოტალური ომი გამოუცხადა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, დასავლეთის ქვეყნები ტოტალურ ომს აწარმოებენ რუსეთის, მისი მოსახლეობისა და კულტურის წინააღმდეგ.
ლავროვის თქმით, დასავლელი მოკავშირეები აუქმებენ რუსეთს და ყველაფერს რაც მასთან დაკავშირებულია, მათ შორის კრძალავენ რუს მწერლებს, კომპოზიტორებს და სხვა კულტურის მოღვაწეებს.
„დასავლეთმა ომი გამოგვიცხადა, მთელ რუსულ სამყაროს. რუსეთისა და ყველაფერი მასთან დაკავშირებულის გაუქმების კულტურა უკვე აბსურდულობის ნიშნულს აღწევს“, - განაცხადა ლავროვმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები აორმაგებს, ასამმაგებს, აოთხმაგებს ძალისხმევას რუსეთის შესაკავებლად და ამისთვის ყველაზე ფართო საშუალებებს იყენებს - დაწყებული უნილატერალური ეკონომიკური სანქციებიდან, დასრულებული გლობალური მედია პროპაგანდით.
„დასავლეთის ბევრ ქვეყანაში ყოველდღიურმა რუსოფობიამ უპრეცედენტო ხასიათი მიიღო და, ჩვენდა სამწუხაროდ, მას ხელს უწყობენ ქვეყნების ხელისუფლებები“,- განაცხადა ლავროვმა.
0
0