29/02/2024
13:50
ეკონომიკა
დარწმუნებული ვარ, შემდგომი თვეები იქნება უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, დაბალი უმუშევრობითა და მაღალი დასაქმებით, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემა, მიხეილ დუნდუამ განაცხადა.
როგორც მიხეილ დუნდუამ აღნიშნა, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა იანვრის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებელი, რომელიც თითქმის 6 პროცენტია, რაც ძალიან კარგია წლის დასაწყისისთვის.
„შეგახსენებთ, რომ შარშან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.5 პროცენტის დონეზე იყო, შარშან წინ 11 პროცენტზე დაფიქსირდა ეკონომიკური ზრდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო განაგრძობს კარგი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების დემონსტრირებას. დარწმუნებული ვარ, შემდგომი თვეები იქნება უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, დაბალი უმუშევრობითა და მაღალი დასაქმებით“, – განაცხადა დუნდუამ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.8 პროცენტი შეადგინა.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024