19/08/2022
10:53
სამართალი
პროკურორ ნათია ნოზაძის თქმით, გაუპატიურებაში, ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებული „მთავარი არხის“ ყოფილი წამყვანი, ლაშა ნაკაიძე დანაშაულს არ აღიარებს.
პროკურორის თქმით, გაუპატიურებაში, ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებული „მთავარი არხის“ ყოფილი წამყვანი, ლაშა ნაკაიძე დანაშაულს არ აღიარებს.
მისივე განმარტებით, სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ გირაოს შეფარდების მოთხოვნა დააყენა, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ დაზარალებულს დაზიანებებთან დაკავშირებით შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა.
„ყველა იმ დაზიანებასთან დაკავშირებით, რაც დაზარალებულს სხეულზე აღენიშნება, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა გაიცემა, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი ყველა ის დაზიანება, რაც შესაძლოა, დაზარალებულს სხეულზე ჰქონდეს, იქნება ეს მოტეხილობა, სილურჯე თუ ა.შ.“, – განაცხადა პროკურორმა.
„საქმეში არის წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ნივთიერი მტკიცებულებები და ა.შ. მიმდინარეობს გამოძიება და ასევე, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება ხდება, მათ შორის, იქნება ეს ფოტომასალა თუ ა.შ.
თუ რა ინფორმაციაა აღწერილი ფოტო და ვიდეომასალაზე თუ მოწმის ჩვენებაში, ამასთან დაკავშირებით ბრალდების მხარე ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. იმ შემთხვევასი, თუ დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე შეიქმნება დასაბუთებული ვარაუდი, რომ არსებობს სხვა დანაშაულის ნიშნები, ამ შემთხვევაში პროკურატურა შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა პროკურორმა.
„მთავარი არხის“ ყოფილ წამყვანს, ლაშა ნაკაიძეს სასამართლო გადაწყვეტილებით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართა. შემდეგი სასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს ჩაინიშნა.
0
0