დაკავებულია „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი
30/06/2023
15:03
სპორტი
A-
+A
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი კრისტოფ გალტიე და მისი ვაჟი ჯონ ვალოვიჩ-გალტიე, რომელიც საფეხბურთო აგენტად მუშაობს, ქალაქ ნიცას პოლიციამ რასიზმთან დაკავშირებულ საქმეზე დააკავა, – იტყობინება გამოცემა RMC ადგილობრივ პროკურატურაზე დაყრდნობით.
პარასკევს ისინი დაიბარეს გამოკითხვაზე რასობრივი და რელიგიური დისკრიმინაციის საქმეზე, რის შემდეგაც ორივე დააპატიმრეს. სამართალდამცავებს აქვთ 24 საათი, რომლის განმავლობაშიც ისინი გალტიესა და მის ვაჟს ან გაანთავისუფლებენ ან ბრალს წაუყენებენ.
შეგახსენებთ, რომ ამა წლის აპრილში აგორდა სკანდალი გალტიეს იმ პერიოდის გამონათქვამებზე, როცა ის „ნიცაში“ მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. კერძოდ, მწვრთნელს მიაწერეს სიტყვები, რომ გუნდში „არ შეიძლება იყოს ასე ბევრი ფერადკანიანი და მუსულმანი“.
0
0
280
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%