დაიღუპა 50 აზერბაიჯანელი სამხედრო - აზერბაიჯანული მხარე
14/09/2022
11:32
კონფლიქტები
A-
+A
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი ბოლო შეტაკების დროს მათი მხრიდან 50 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ბაქო მათ სახელებს ასაჯაროებს. ინფორმაციას Report.az ავრცელებს.
ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ინფორმაციით, სომხეთის მხრიდან 49 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, აზერბაიჯანი იუწყება, რომ მათ 200-მდე სომეხი სამხედრო გაანადგურეს.
ცნობისთვის, ვითარება აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე 13 სექტემბერს ღამით გართულდა.
მხარეებმა ერთმანეთს საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლი გაუხსნეს. 9.00 საათისთვის ერევანი და ბაქო ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
0
0
367
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%