15/10/2024
00:01
სპორტი
უეფა-ს ერთა ლიგაზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ალბანეთს შეხვდა და 0:1 დამარცხდა. მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე მიმდინარეობდა.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში პირველად ასპარეზობს. B1 ჯგუფში „ჯვაროსნები“ ალბანეთთან, უკრაინასა და ჩეხეთთან ერთად იმყოფებიან.
მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა ბუდუ ზივზივაძემ:
"მაქსიმალურად ვეცადეთ რომ დავალებები შეგვესრულებინა. დაგვაკლდა მომენტების რეალიზება. პირადად მე კარგი ორი მომენტი მქონდა, რომელიც ვერ გამოვიყენე. ალბათ, პირველ წუთებზე რომ მქონდა მომენტი, იქ რომ შევარდნილიყო, სხვანაირი თამაში იქნებოდა და უფრო დიდი უპირატესობა გვექნებოდა. მათ მცირე მომენტები ჰქონდათ, რომელიც ერთ გარდასახეს გოლში და ამის ხარჯზე დავმარცხდით სამწუხაროდ. გვსურდა, რომ სახლში, ჩვენი გულშემატკივრების წინაშე გამარჯვება მოგვეპოვებინა, თუმცა, ფეხბურთია - სულ ვერ მოვიგებთ. მადლობა გულშემატკივრებს პირველ რიგში, 90 წუთის განმავლობაში გვამხნევებდნენ და ვეცდებით, რომ დარჩენილ ორ თამაშში, ნოემბერს თვეში მდგომარეობას გამოვასწორებთ" - თქვა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ბუდუ ზივზივაძემ გამოცემა LaGazzeta-სთან.
0
0