22/10/2022
15:27
მედიცინა
როცა ხალხი იოდის მარაგებს ყიდულობს, კარგი არასდროს არაფერი ხდება.
მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, იოდის გაყიდვებმა მთელს ევროპაში იმდენად მოიმატა, რომ ამჟამად ფინეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით იოდის ნაკლებობაა გამოცხადებული. ფინეთში მთავრობამ ყოველი ოჯახის მიერ ერთი იოდის ტაბლეტის შეძენის რეკომენდაცია გასცა, ბირთვული იარაღის მოქმედების შემთხვევაში მოსახლეობის დასაცავად.
ევროპის სხვა ქვეყნებში, - ბულგარეთში, პოლონეთში, ჩეხეთის რესპუბლიკაში - სიტუაცია იგივეა - მოსახლეობა ბირთვული ომისთვის ემზადება, შედეგი კი იოდის კრიზისია.
მიუხედავად იმისა, რომ კალიუმის იოდიდი გარკვეული რადიაციის სახეობებისაგან დაგიცავთ, ექსპერტები და ბირთვული მეცნიერების ამბობენ, რომ ტაბლეტების მიღება არც აუცილებელია და არც ბირთვული ომის შემთხვევაში დაგიცავთ.
რადიოაქტიური იოდი-131
თუ ოდესმე იოდზე და ბირთვულ რადიაციაზე გსმენიათ, ალბათ ჩერნობილის კატასტროფის გამო. ჩერნობილის ბირთვული რეაქტორის გადახურება-დადნობის შედეგად, რეაქტორის ცენტრიდან იოდის რადიოაქტიური იზოტოპი (ვარიანტი), იოდი-131 დიდი რაოდენობით გამოიყო. იოდი-131-ს ფარისებური ჯირკვალი წამებში შთანთქავს და იოდი-131 მისი 8 დღიანი ნახევარ-სიცოცხლის მანძილზე (დრო, რაც რადიოაქტიურ ნაწილაკების ნახევარს სტაბილურ ნაწილაკებად გადაქცევას სჭირდება) უჯრედების დნმ-ს და ახლო ქსოვილებს ანადგურებს. ჩერნობილის კატასტროფის გამო, რადიოაქტიული ნარჩენების გავრცელების არეალში, 270 000 ადამიანს დაემართა კიბო, დიდ წილად იოდი-131-ს დამსახურებით, რომელიც ფარისებული ჯირკვლის კიბოს იწვევს. საბჭოთა კავშირმა იოდის ტაბლეტები მოსახლეობაზე უფასოდ გასცა. მთავრობას ასე რომ არ ემოქმედა, დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვთან შედარებით 270 000 ცოტად მოგვეჩვენებოდა.
როგორ მუშაობს კალიუმის იოდიდის ტაბლეტი?
იოდის მხოლოდ ერთ იზოტოპს შეუძლია თქვენი სხეულის მიერ რადიოაქტიული იოდი-131-ს შთანთქვის დაბლოკვა და შეჩერება: არარადიოაქტიულ იოდ-127-ს. იოდი-127 საშიში არ არის. ის თქვენს დაცვას ორგანიზმის იოდის ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილებით ახერხებს. თუ სხეული იმდენ იოდ-127-ს აითვისებს, რამდენიც ბიოლოგიურად შესაძლებელია, მაშინ რადიოაქტიური იოდი-131 “გარეთ დარჩება.” კალიუმის იოდი, რისგანაც ტაბლეტები შედგება, ასე მუშაობს - ის ხომ არარადიოაქტიური იოდის და კალიუმის მარილოვანი ნაერთია.
“როცა ადამიანი სწორ დროს კალიუმის იოდიდის სწორ დოზას იღებს, შესაძლებელი ხდება ფარისებული ჯირკვალის მიერ რადიოაქტიული იოდის ათვისების შეჩერება. ეს ხდება იმიტომ, რომ ორგანიზმს უკვე მიღებული აქვს საკმარისი კალიუმის იოდიდი და რადიოაქტუილი იოდის ადგილი აღარ რჩება. წარმოიდგინეთ, რომ შუშის ქილას ლურჯი ბურთებით ავსებთ. როცა ქილა გაივსება, მაგრამ თქვენ მწვანე ბურთების დამატებას დაიწყებთ, მწვანე ბურთები ქილაში ვეღარ დაეტევა და გადმოიყრება,” - ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი გვიხსნის.
როდის, თუ საერთოდ, აქვს იოდის მიღებას აზრი?
კალიუმის იოდიდი იოდი-131-ს წინააღმდეგ ეფექტურია, თუმცა ბირთვული კატასტროფების დროს მრავალი სხვა სახის რადიაცია გამოიყოფა. ამასთან ერთად, ტაბლეტის მიღებას აზრი მხოლოდ ბირთვულ მოვლენამდე და მოვლენის დროს აქვს, რადგან ტაბლეტის მიღება მიყენებულ ზიანს ვერ გააბათილებს. იოდის მოხმარების გვერდით ეფექტად შესაძლოა გამონაყარი, ანთება, ან იშვიათად სიკვდილიც გამოვლინდეს.
“ამჟამინდელი მდგომარეობა უკრაინაში იოდის ტაბლეტების მიღების აუცილებლობას არ ქმნის. მხოლოდ მაშინ მიიღეთ იოდი, როცა ამისკენ მთავრობა მოგიწოდებთ," - დატვიტა ბელგიის ბირთვული კონტროლის ფედერალურმა სააგენტომ.
ბირთვული შეტევის შემთხვევაში იოდი ცოტა თუ დაგვიცავს, გვეუბნება ბრუკ ბუდემაიერი, რადიაციის ექსპერტი ლორენს ლივერმურის ეროვნულ ლაბორატორიაში. რადიოაქტიული იოდი მთელი რადიაციის შემადგენლობის მხოლოდ 0.2 პროცენტს მიაღწევს.
წყარო: IFLScience
მოამზადა: ანა მთვრალაშვილმა
0
0