დაჭრილი პატიმრის მდგომარეობა მძიმეა - ოჯახი მის ისრაელში გადაყვანას ითხოვს
21/08/2022
13:31
სამართალი
A-
+A
ოჯახის ინფორმაციით, დაჭრილი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. 28 წლის მამაკაცი კავკასიის მედიცინის ცენტრში ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება. მას გადაუდებელი ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა. პატიმრის დედა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიმართავს და ისრაელში შვილის სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს.
საქმეზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. მათი ცნობით, ამოღებულია ინციდენტის ამსახველი ვიდეო ჩანაწერები და შემთხვევის ადგილიდან კვლევისთვის საჭირო ნიმუშები.
უწყების ინფორმაციით, პატიმარი უკნიდან მიეპარა პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს, იარაღი ამოაცალა, გაისროლა და შემდეგ თავის არეში დაზიანება მიიყენა.
0
0
323
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%