04/07/2022
11:38
მსოფლიო
დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. 1776 წლეს, სწორედ ამ დღეს მიიღეს შტატებში დამოუკიდებლობის დეკლარაცია. ეს გახდა პირველი ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც კოლონიები ამერიკის შეერთებულ შტატებად მოიხსენიება.
დამოუკიდებლობის დეკლარაცია თომას ჯეფერსონმა შეადგინა. განცხადება გაავრცელა საქართველოში შტატების საელჩომაც:
"დღეს აღვნიშნავთ შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს. „უფრო სრულყოფილი კავშირისკენ" სწრაფვის 246 წელი ნიშნავს, რომ დემოკრატიისთვის საჭირო რთული სამუშაო არასდროს სრულდება და, რომ ქვეყნებმა ყოველთვის უნდა იძიონ თავიანთი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების გზები.
დაბადების დღეს გილოცავთ, ამერიკა!" - წერია განცხადებაში.
4 ივლისი ოფიციალურად უქმე დღეა და მას შტატებში განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
0
0