14/10/2022
22:34
სამართალი
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კახა მურადაშვილმა ვაკის პარკში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საგამოძიებო პროცესის მიმდინარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ამ ეტაპზე კონკრეტულად ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი არ გამოკვეთილა.
“გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. დაიკითხა, როგორც სამუშაოს შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლები, ასევე თბილისის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები. ასევე დაიკითხნენ სკოლის პედაგოგები, მანდატურები და ყველა ის პირი, ვინც შეესწრო ან რაიმე ინფორმაცის ფლობდა ფაქტთან დაკავშირებით.
ამ ეტაპზე კონკრეტულად ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი არ გამოკვეთილა.
დაინიშნა ყველა საჭირო ექსპერტიზა, დაახლოებით 100-მდე პირია დაკითხული. გამოძიება ყველა დოკუმენტაციას სწავლობს. ჩვენი ინტერესიც არის, რომ მალევე გავარკვიოთ თუ რა მოხდა. უწყვეტად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”.
0
0