13/09/2022
17:41
სამართალი
ცხვარიჭამიაში მოკლული მირიან კუკავას საქმის რვა ბრალდებულიდან ხუთი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გათავისუფლდა. მიზეზი ადვოკატების შუამდგომლობა გახდა. ბრალდებულებმა პროკურატურასთან ითანამშრომლეს, ჩვენებები მისცეს, რის საფუძველზეც სავარაუდოდ, პროკურატურა ადვოკატების მოთხოვნას დაეთანხმა.
სახელმწიფო ბრალდება გიორგი კუჭავასა და გიორგი ხორავას გათავისუფლების წინააღმდეგი იყო, რადგან ამ დრომდე ისინი გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ და დუმილის უფლებით სარგებლობენ.
20 წლის მირიან კუჭავა ცხვარიჭამიაში ორი თვის წინ მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ის მეგობრის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. კუკავა გულ-მკერდის არეში დანით დაჭრეს, ის ადგილზე გარდაიცვალა.
0
0