07/06/2023
12:26
კონფლიქტები
ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია „PETA“-ს დამფუძნებელმა ინგრიდ ნიუკირკმა ახალი ანდერძი დაწერა, რომელშიც ის გარდაცვალების შემდეგ თავისი სხეულის ნაწილების მსოფლიო ლიდერებისთვის გაგზავნას ითხოვს, რაც ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის გაპროტესტების გამოხატულებაა.
„მომაჭერით ხორცი და ხახვთან ერთად ბარბეკიუზე შეწვით. ჩემი ერთი თვალი გაუგზავნეთ NIH-ს [აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტს], მეორე კი - გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - ცხოველებზე ექსპერიმენტების ჩასატარებლად დროისა და გადასახადის გადამხდელთა ფულის გაფლანგვისთვის“, - ამბობს ნიუკირკი ანდერძში.
PETA-ს ვებსაიტის მიხედვით, აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტის (NIH) ბიუჯეტის ნახევარი ცხოველებზე ექსპერიმენტების ჩატარების დაფინანსებაში იხარჯება. ასევე ნიუკირკი დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცხოველებზე ექსპერიმენტების ჩატარების ლიცენზირებაში ადანაშაულებს.
ანდერძში ასევე ნათქვამია: „გაატყავეთ ჩემი სხეული და კანი ფრანგულ ბრენდ „Hermès“ს ჩანთებისა და ქამრების შესაკერად გაუგზავნეთ.“ ნიუკირკს სურს, რომ მოდის ინდუსტრიაში ცხოველური წარმოშობის პროდუქციის გამოყენება შეწყდეს და იმედოვნებს, რომ, მისი კანით აქსესუარების დამზადების მოთხოვნით, ის მკაფიო მესიჯს გააჟღერებს. ის მხარს უჭერს ვეგანური ტყავის გამოყენებას, რომელიც მოიცავს ანანასის ფოთლებსა და კორპისა და ვაშლის ქერქს.
„გამოიყენეთ ჩემი ნაწლავები ძეხვის გარსაცმებისთვის და ის Salt Bae-ს [თურქი პროფესიონალი შეფმზარეული] გაუგზავნეთ. მომატვრიეთ ფეხები და ყველას დასანახად გამოაჩინეთ Kentucky Derby-ზე [ყოველწლიურ საცხენოსნო შეჯიბზე] ან Grand National-ზე ყველა იმ ცხენის სოლიდარობის ნიშნად, რომლებსაც ისინი დაასახიჩრებენ. გამოიყენეთ ჩემი ფეხი ქოლგის ტარის დასამზადებლად.“
73 წლის აქტივისტმა ასევე მოითხოვა, რომ მისი კისრის ნაწილი მეფე ჩარლზს გაუგზავნონ, რათა მან მტრედების რბოლაში მონაწილეობის მიღება შეწყვიტოს. ეს ეხება იმ ფაქტს, რომ წაგებულ ფრინველს კისერს აჭრიან.
0
0