ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ ქართულ მხარეს დაკავებული საქართველოს მოქალაქე გადასცა
25/09/2024
13:42
კონფლიქტები
A-
+A
საქართველოს დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს დაკავებული საქართველოს მოქალაქე, 43 წლის ვასილი სალამაშვილი გადასცეს. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.
ცხინვალის ე.წ. სამართალდამცველი ორგანოების ცნობით, სალამაშვილი მათ 24 სექტემბერს ახალგორის რაიონის დასახლება მონასტრის მიმდებარედ დააკავეს.
სალამაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოს მკვიდრია.
„იმის გამო, რომ დაკავებულს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო სამსახურმა ის ქართულ მხარეს ჯარიმის გარეშე გადასცა“, - განაცხადეს ცხინვალში.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს უშიშროების სახელმწიფო სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით ცხინვალის ციხეში საქართველოს 10 მოქალაქე იმყოფება.
0
0
154
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%