11/09/2024
19:34
სამართალი
ტელეკომპანია "მთავარი არხის" ინფორმაციით, სტამბოლში მოკლული ქართველი ქალი ქუთაისში მცხოვრები მაია ალფაიძეა. თურქული მედიის ინფორმაციით, ბეიოღლუს რაიონში, ერთ-ერთ სასტუმროში ქალს სასიკვდილოდ შეყვარებულმა სცემა. მას პირველადი დახმარება სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა გაუწიეს, რის შემდეგაც კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კაცმა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადა, თუმცა ის სასტუმროს თანამშრომელმა დააკავა.
რადიკალურად განსხვავებული ვერსია აქვთ მოკლულის ახლობლებს. 49 წლის მაია ალფაიძის მეზობლები ამბობენ, რომ ქალს მძიმე დიაგნოზი ჰქონდა, თუმცა გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ვერ ასახელებენ.
მოკლულის შვილმა ამ დროისთვის მომხდარის დეტალები არ იცის.
"დედა იყო ჩემი. დეტალური ინფორმაცია არ მაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როდის იქნება ჩამოსვენება. სავარაუდოდ, ერთი კვირის ვადაში... ვერ გეტყვი ზუსტ დეტალს" - ამბობს მოკლული ქალის შვილი "მთავარ არხთან".
მისივე თქმით, ქალი თურქეთში ათი წლის განმავლობაში ცხოვრობდა.
0
0