02/08/2024
22:02
სპორტი
ხვალ, 3 გვისტოს, სქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პარიზში ასპარეზობას დაასრულებს და სამშობლოში 4 აგვისტოს, 21:30 საათზე დაბრუნდება.
ჯერჯერობით, ჩვენს ნაკრებს 2 ვერცხლი დ ერთი ოქროს მედალი აქვს: ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) გახდა, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
დღესვე გავრცელდა ლაშა ბექაურის მიმართვა, რომელშიც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი საზოგადოებას მიმართავს. მას სურს, რომ ქართველ სპორტსმენებს ისეთი დახვედრა მოუწყონ, “ისტორიას რომ დარჩება”.
რაც შეეხება გუნდურ ეტაპს, ერთადერთი ცვლილება, რაც უკვე ცნობილია, ისაა რომ, გურამ თუშიშვილს ილია სულამანიძე შეცვლის. თუშიშვილი დღევანდელი ინციდენტის გამო დისკვალიფიცერებულია.
წარმოგიდგენთ 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშების ოფიციალური შემადგენლობას!
ვაჟები:
-60კგ - გიორგი სარდალაშვილი
-66კგ - ვაჟა მარგველაშვილი
-73კგ - ლაშა შავდათუაშვილი
-81კგ - ტატო გრიგალაშვილი
-90კგ - ლაშა ბექაური
-100კგ - ილია სულამანიძე
+100კგ - გურამ თუშიშვილი
გოგონები:
-57კგ - ეთერ ლიპარტელიანი
-63კგ - ეთერ ასკილაშვილი
+78კგ - სოფიო სომხიშვილი
პარიზის ოლიმპიადაზე ქართველი ძიუდოისტების ასპარეზობა 27 ივლისს დაიწყო და 3 აგვისტოს, გუნდური ორთაბრძოლით დასრულდება.
0
0